უკრაინაში რუსული შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკვე 198 ბავშვია დაღუპული, 355-ზე მეტი კი დაშავდა.
უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 117, კიევის ოლქში - 105, ხარკოვის ოლქში - 81, ჩერნიგოვის ოლქში - 54, მიკოლაევის ოლქში - 40, ხერსონის ოლქში - 38, ლუგანსკის ოლქში - 36, ზაპოროჟიეს ოლქში - 23, დედაქალაქში - 16, სუმის ოლქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 018 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 95 მთლიანად განადგურებულია.
ცნობისთვის, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.