
ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი, კარიმ ხანი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ უკრაინაში საერთაშორისო სასამართლოს მუშობას, რათა სწრაფად იქნეს გამოძიებული რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულები.
მისი თქმით, ყველა მხარემ უნდა შეასრულოს ის ძირითადი ვალდებულებები, რაც რომის სტატუტშია გაწერილი.
"ყველა მხარემ უნდა შეასრულოს ის ძირითადი მინიმუმი, რომელიც გაწერილია რომის სტატუტში. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მტკიცედ და კანონი უნდა ავამოქმედოთ არა უკრაინის სასარგებლო ან რუსეთის წინააღმდეგ, არა რუსეთის სასარგებლოდ ან უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ჰუმანურობის ძირითადი პრინციპების სასარგებლოდ, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს. არცერთ ადამიანს აქვს იმუნიტეტი და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ყველა, ვისაც ხელში იარაღი უჭირავს, ან რაიმე სახის წვდომა აქვს ჭურვებსა თუ თვითმფრინავებზე, ემორჩილებოდეს წესებს. ეს წესებია, რომ არ უნდა ამოიღო მიზანში სამოქალაქო პირები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველანი ვაჩვენებთ სოლიდარობას, რათა დავიცვათ ის, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანის პირადი ინტერესები, ეს არის ფუნდამენტური პრინციპები, რომლისთვისაც ბევრის ადამიანი იბრძოდა ნიურნბერგის პროცესის შემდეგ", - ამბობს კარიმ ხანი.
შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი, კარიმ ხანი კიევში უკრაინის გენერალურ პროკურორს ირინა ვენედიქტოვას შეხვდა. შეხვედრისას კარიმ ხანი და უკრაინის გენერალური პროკურორი პარტნიორობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. მანამდე კარიმ ხანი ბუჩაში ჩავიდა და არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.