ხარკოვში ოკუპანტებმა საევაკუაციო ავტობუსებს ცეცხლი გაუხსნეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ხარკოვის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა საევაკუაციო ავტობუსებს ცეცხლი გაუხსნეს.

საოლქო პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, 27 კი დაშავდა. 

აგრესორებმა თავდასხმა იზიუმის რაიონში, სოფელ ბოროვაში 14 აპრილს განახორციელეს. 

"ხარკოვის საოლქო პროკურატურის პროცესუალური ხელმძღვანელობით, დაწყებულია წინასწარი გამოძიება ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტებზე, განზრახ მკვლელობის ფაქტებთან ერთად", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

წინასწარ გამოძიებას ხარკოვის ოლქში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფისი აწარმოებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი