ჩრდილოეთ მაკედონია, რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების 6 წევრი, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.
საგარეო უწყების ცნობით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის ელჩს, სერგეი ბაზდნიკინს დღეს ეცნობა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსი დიპლომატები დაკავებული იყვნენ ისეთი საქმიანობით, რომელიც "ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას".
რუსეთის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა ქვეყანა 5 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.