
სრულდება, რასაც მთავრობას წლების წინ დავპირდით და რეალობად იქცევა პროპუტინისტური, ოლიგაქიული რეჟიმის ჩამოშლა - ამის შესახებ პარლამენტში გუშინ განვითარებულ პროცესებსა და საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებაზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის უპრეცედენტო ერთიანობით და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით მთავრობა იძულებული გახდა კონსტიტუციაში შეეტანა ცვლილებები, რაც ნიშნავს რომ ხალხი თავის ქვეყანაზე პოლიტიკურ სუვერენიტეტს იბრუნებს.
შეიძლება ითქვას, ეს არის ისტორიული კარიბჭე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავამზადეთ, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
იგი ბიძინა ივანიშვილს ახსენებს, რომ ეს უკანასკნელი სანქციების კანდიდატია. ლეიბორისტთა ლიდერი დარწმუნებულია, რომ ეს პროცესი შემოდგომის არჩევნებზე მთავრობის დამარცხებისა და ხალხის გამარჯვებით დასრულდება. იგი მადლობას უხდის მთელ ოპოზიციურ სპექტრს, რადგან ისინი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით არიან აღჭურვილნი.