Apple-მა რუსული Alfa Bank-ის აპლიკაცია App Store-დან ამოიღო

გამოქვეყნდა:

სანქციების გამო, რუსული Alfa bank-ის აპლიკაცია App Store-ში ხელმისაწვდომი აღარ არის

ბანკში განმარტავენ, რომ ისინი, ვისაც აპლიკაციის უახლესი ვერსია App Store-დან უკვე გადმოწერილი აქვთ, მის გამოყენებას კვლავ შეძლებენ, თუმცა Iphone-ზე აპლიკაციის ახლა დაყენება შეუძლებელია. 

საკრედიტო ორგანიზაციაში იმედს გამოთქვამენ, რომ აპლიკაცია App Store-ში მალე დაბრუნდება. 

ბანკის მომხმარებლებს სთავაზობს, ისარგებლონ ინტერნეტ ბანკინგით, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც სმარტოფნებზე, ასევე კომპიუტერებზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის ხელისუფლებამ რუსული Alfa bank-ი და Sberbank-ი SDN-ის სიაში შეიყვანა, რაც აქტივების გაყინვას, ასევე ამერიკის მოქალაქეებისთვის ამ ბანკებთან ბიზნესსაქმიანობის აკრძალვას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი