რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევში, ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას საოლქო საბჭოს ხელმძღვანელი, ანა ზამაზეევა ავრცელებს.
მისი ცნობით, თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
"ნაბიჭ**ები ისე ნადირობენ ნიკოლაევის საცხოვრებელ უბნებზე, სადაც არ არის სამხედრო ობიექტები. ცეცხლის ქვეშ მშვიდობიანი მოსახლეობაა. ქალაქის ერთ-ერთ უბანს სარაკეტო სისტემიდან (MLRS) ესროლეს. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. გაუფრთხილდით თავს, არ გამოხვიდე თავშესაფრებიდან", - დაწერა ზამაზეევამ Telegram-ში.
ის მადლობას უხდის მედიკოსებს, წითელი ჯვრის მოხალისეებსა და პოლიციას, რომლებიც საფრთხის მიუხედავად, ადგილობრივებს დახმარებას უწევენ.