გიორგი ბოტკოველი სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახელი გლეხებისთვის შემოსავლის შემცირებაში ადანაშაულებს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ინფორმაციით, ბაზარზე ყურძნის ფასმა შესამჩნევლად დაიკლო და გლეხები თავიანთი შრომის ანაზღაურებას ვეღარ აიღებენ. ბოტკოველი ამტკიცებს, რომ სამინისტრო ბიძინა ივანიშვილის ძმას ბიზნესის განვითარებაში ეხმარება.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ წელს კახელი გლეხი არ უნდა ელოდოს სუპერ ფასს. იმ დროს, როცა ადიკო ივანიშვილი ღებულობს სუპერ შემოსავალს იმ ყურძნისგან, რომელსაც კაპიკებში იბარებენ კახელი გლეხისგან და შემდეგ ის აწარმოებს სპირტს, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი.