
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმემ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა. მას შემდეგ, რაც პირველმა ინსტანციამ ფულის გათეთრება ვერ დაადგინა, პროკურატურამ გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.
ბრალდების მხარეს იმედი აქვს, რომ სააპელაციო სასამართლო, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას შეცვლის და მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს დამნაშავედ ცნობს.
"დაიწყო მეორე სერია ხელისუფლებამ. შიგნით, სასამართლოში ბოდვით და გარეთ ზეწოლის და შანტაჟის, თუმცა ამ ხელისუფლების დასაშანტაჟებელი რომ გავხდები, იმ დღესვე წავალ ამ ქვეყნიდან" - ამბობს ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი.
საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს დაცვის მხარე. ადვოკატების თქმით, საქმეში დანაშაულის არანაირი ნიშნები არ იკვეთება.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 12 იანვარს გამოაცხადა. სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძისა და ვატო წერეთლის ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. სამივე მათგანს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ისინი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ.