ზელენსკი თეირანს ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლოში უჩივლებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ოფიციალურ თეირანს ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საერთაშორისო სასამართლოს უჩივლებს - ამის შესახებ ზელენსკიმ კანადურ გამოცემასთან ისაუბრა.

საქმე ეხება 2019 წლის 8 იანვარს ირანის ეროვნული გვარდიის მიერ თეირანში უკრაინული ავაიხაზების თვითმფრინავის, "ბოინგ 737"-ს ჩამოგდებას, რა დროსაც 177 ადამიანი, მათ შორის 11 უკრაინის, 63 კანადის მოქალაქე დაიღუპა.  

მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ირანმა  ინციდენტიდან რამდენიმე დღეში აიღო და თვითმფრინავის ჩამოგდება ჯარისკაცის შეცდომას დააბრალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი