კუპიანსკის მერი, რომელმაც ქალაქი ოკუპანტებს გადასცა, რუსეთში გაიქცა

გამოქვეყნდა:

ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მერი,  გენადი მაცეგორა რუსი ოკუპანტებისთვის ქალაქის გადაცემის შემდეგ, რუსეთში გაიქცა. ხარკოვის ოლქის გუბერნატორის. ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით,  "ქალაქის მეთაური პირველი მოღალატე იყო":

"ჩვენი ინფორმაციით, ის ოჯახთან ერთად უკვე გაემგზავრა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე... მან საჯაროდ განაცხადა, რომ მხარს უჭერდა ოკუპანტებს" თქვა სინეგუბოვმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი