ფეშენებელური ვილები, მდიდრული იახტები და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები. ევროპული ქვეყნები რუსი ოლიგარქების ქონების დაპატიმრებას იწყებენ. სიის სათავეში, პუტინის 5 უმდიდრესი ბიზნესმენია.
მათი დაყადაღებული ქონების საერთო ღირებულება რამდენიმე მილიარდს აღწევს. საფრანგეთმა რამდენიმე მათგანს უკვე დაუყადაღა უძრავი ქონება ლაჟვარდოვან სანაპიროზე. ზღვაში გაჩერებულია იახტები, შეჩერებულია საერთაშორისო კურორტებზე მოქმედი სასტუმროები.
დასავლეთი ირწმუნება, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და უკვე შექმნილია სპეციალური სტრუქტურები, რომლებმაც უნდა გააკონტროლონ სანქციების სრული სიმკაცრით აღსრულება.
ავტორი: ნატაშკა ჯახუტაშვილი