რუსმა სამხედროებმა ჩაძირული კრეისერის, „მოსკოვის“ ეკიპაჟის ევაკუაცია ვერ მოახერხეს - აცხადებს უკრაინის საზღვაო უსაფრთხოება. უწყების წარმომადგენლის, ნატალია გუმენიუკის თქმით, შტორმის გამო, ეკიპაჟის ევაკუაცია ვერ მოხერხდა.
"დარტყმამ გამოიწვია საბრძოლო მასალის აფეთქება - და დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის. ჩვენ ვუყურებდით, როგორ ცდილობდნენ სხვა გემები დახმარებას, მაგრამ ბუნების ძალებიც კი უკრაინის მხარეს იყვნენ. ქარიშხალმა მშვიდი სამაშველო ოპერაციის, ან ეკიპაჟის ევაკუაციის საშუალება არ მისცათ. დაზიანება იმდენად მძიმეა, რომ გემის საბრძოლო შესაძლებლობები დაიკარგა“თქვა გემენიუკიმ.
შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, კრეისერ „მოსკოვის“ კაპიტანი ბორტზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი "მოსკოვი" გუშინ ჩაიძირა.