
რუსეთი ქვეყნიდან ევროკავშირის 18 დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან აძევებს. ევროკავშირი კი ამ გადაწყვეტილებას გმობს, განცხადებას მისი სპიკერი პიტერ სტანო აკეთებს.
"ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის დაუსაბუთებელ, უსაფუძვლო გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციიდან ევროკავშირის დელეგაციის 18 წევრის გაძევების შესახებ" - ამბობს სტანო.