ჰააგაში მოსახლეობა კორონა ვირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს. მიტინგზე გამომსვლელებმა სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს, რის შემდეგაც აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაკავებულია აქციის 400-ზე მეტი მონაწილე. პოლიციამ გამომსვლელები წყლის ჭავლით დაშალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონა ვირუსის 50 ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი. 6 ათასი პაციენტი კი გარდაცვლილია.