ზელენსკის თქმით, ომის დაწყებიდან 3 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 10 000-მდე კი დაშავდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან დღემდე, 3 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. 

რაც შეეხება დაშავებულების რაოდენობას, ზელენსკის თქმით, ომში 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიჭრა.

ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი