მშვიდობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული უკრაინის მხარდაჭერის რაოდენობაზე - ზელენსკი 

გამოქვეყნდა:

დემოკრატიულმა სამყარომ უნდა გადაწყვიტოს, რომ რუსეთისთვის ფულის გადახდა ენერგორესურსებისთვის, არის ფულის გადახდა დემოკრატიის განადგურებისთვის - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა. 

მისი თქმით, ომის დასრულება ახლა დემოკრატიული სამყაროს ხელშია, რომელმაც უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების გარდა, რუსეთზე ზეწოლა უნდა განახორციელოს. 

"დარწმუნებული ვარ, პერიოდულად მედიაში ხედავ პერიოდულად შეტყობინებებს იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს ეს ომი. ზოგი ამბობს რამდენიმე კვირას, ზოგი - რამდენიმე წელს. აუცილებელია გავითვალისწინოთ რუსეთზე გავლენის მქონე ინსტრუმენტების ეფექტურობა, რომელსაც იყენებს უკრაინა და ჩვენი ანტისაომარი კოალიცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მე ყველას ვეუბნები ვისთანაც ამ საკითხს განვიხილავ, რომ მშვიდობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული უკრაინის მხარდაჭერის რაოდენობაზე. თუ ვინმე მეუბნება ერთი წელი, ან წლები, ვპასუხობ: შენს ხელშია, ომი გაცილებით ხანმოკლედ აქციო. რაც უფრო სწრაფად მივიღებთ მოთხოვნილ იარაღსა და ფინანსურ მხარდაჭერას, მით უფრო მალე იქნება მშვიდობა. რაც უფრო მალე აღიარებს დემოკრატიული სამყარო, რომ რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგო და საბანკო სექტორის ბლოკადა არის არსებითი ნაბიჯი მშვიდობისკენ, მით უფრო მალე დასრულდება ეს ომი", - ამბობს ზელენსკი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი