უკრაინაში რუსეთის აგრესიას უკვე 200 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 360-ზე მეტი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსული შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკვე 200 ბავშვია დაღუპული, 360-ზე მეტი კი დაშავდა. 

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 117, კიევის ოლქში - 105, ხარკოვის ოლქში - 88, ჩერნიგოვის ოლქში - 54, ხერსონის ოლქში - 41, მიკოლაევის ოლქში - 40, ლუგანსკის ოლქში - 36, ზაპოროჟიეს ოლქში - 23, დედაქალაქში - 16, სუმის ოლქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15.

"15 აპრილს რუსულმა ჯარმა ცეცხლი გაუხსნა ხარკოვის რაიონს. დაბომბვის შედეგად დაშავდა 5 ბავშვი, მათგან ორი დაიღუპა, ერთ-ერთი 7 თვის იყო.

14 აპრილს ხერსონის ოლქის სოფელ ნოვოვორონცოვკაში კასეტური ჭურვის აფეთქების შედეგად 15 წლის ბიჭი დაშავდა", - აცხადებენ პროკურატურაში.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 018 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 95 მთლიანად განადგურებულია.

ცნობისთვის, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი