გასულ ღამეს უკრაინელებმა 2 რუსული რაკეტა, 3 უპილოტო, 1 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

უკრაინელმა სამხედროებმა, გასულ ღამეს რუსი ოკუპანტების 7 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, იგორ იგნატმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აგრესორების შეტევის ინტენსივობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

"რუსი ოკუპანტები ახლა ბალისტიკურ რაკეტებს იყენებენ. გასულ ღამეს გავანადგურეთ ორი ფრთოსანი რაკეტა, სამი უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი თვითმფრინავი. ასევე, ჩამოგდებული რუსული სამხედრო ვერტმფრენი. ზოგადად, რუსების შეტევის ინტენსივობა მნიშვნელოვნად შემცირებულია", - თქვა იგნატმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი