უკრაინაში 1 900-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს - გაერო

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ 1 900-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს - ამის შესახებ BBC გაეროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

"24 თებერვლიდან 14 აპრილამდე დაღუპული 1 982 მშვიდობიანი მოქალაქიდან 162 ბავშვი იყო", - აცხადებენ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში. 

დაშავდა 2651 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 256 ბავშვი. 

უწყების ცნობით, უმეტესობა დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმების დროს გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი