
რუსული ჯარები კვლავ ცდილობენ სრული კონტროლის დამყარებას უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლზე - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, ოლექსანდრ მოტუზიანიკის ინფორმაციით, ბრძოლები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
"მძიმე და რთულია მდგომარეობაა მარიუპოლში. ბრძოლა ამ მომენტშიც მიმდინარეობს. რუსულ არმიას მუდმივად უერთდებიან დამატებითი დანაყოფები ქალაქის შტურმისთვის",- ამბობს თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი, ოლექსანდრ მოტუზიანიკი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის გამარჯვება მარიუპოლში საშუალებას მისცემდა კრემლს ეჩვენებინა თავისი მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიის საშუალებით, რომ რუსეთი აღწევს მიზნებს და პროგრესირებს.
ცნობისთვის, მარიუპოლი, სადაც რუსეთის შეჭრამდე 400 000 ადამიანი ცხოვრობდა, ნანგრევებად იქცა. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ათი ათასობით კვლავ ალყაში რჩება.