უკრაინელებს, რომლებიც ძალდატანებით გადაიყვანეს რუსეთში, ვურჩევ, მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში გადავიდნენ - გერაშენკო

გამოქვეყნდა:

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ​ გერაშენკომ ტელეკომპანია "ნასტაიაშია ვრემიასთან" ინტერვიუში უკრაინელებს, რომლებიც ძალდატანებით გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ურჩია, მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოში გადავიდნენ.

"პასპორტის არსებობის შემთხვევაში, უვიზო რეჟიმით უნდა შეხვიდეთ საქართველოში, ფინეთში, პოლონეთში, ბალტიის რომელიმე ქვეყანაში. უკრაინელებს აქვთ უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსთან, ასევე საქართველოსთან. იქიდან შეგიძლიათ, უკრაინის ტერიტორიაზე მოხვდეთ. ასეთი შემთხვევები უკვე გვაქვს", - განაცხადა გერაშენკომ.

შს მინისტრის მრჩეველმა თქვა, რომ რუსული პროპაგანდა ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს უკრაინელებს სურთ რუსეთის ფედერაციაში ცხოვრება, თუმცა ამას მაინც ვერ ახერხებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი