ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების პანაშვიდზე მისვლა "არ ევალება"

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების სამოქალაქო პანაშვიდებსა ან დაკრძალვაზე მისვლა "არ ევალებოდა".

ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ არ მიდის ქართველი მებრძოლების სამძიმარზე, ღარიბაშვილმა ასე უპასუხა:

"მე კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება არის უზნეო საქციელი. იცით, რას გეტყვით? რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს და მთავრობას, ყველაფერი გავაკეთე. დაწყებული მათი გადმოსვენებით და მათი ღირსეული სამხედრო წესით დაკრძალვით. დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის აგრესიას 6 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს და დაკრძალეს. დღეს დაკრძალავენ ხარკოვის ქალაქ იზიუმში დაღუპულ დავით მენაბდიშვილს, ხვალ კი ნიკა შანავას. მარიუპოლში დაღუპული ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება ჯერჯერობით ისევ ვერ ხერხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი