"სუს-ს აქვს ინფორმაცია, თუ ჩათვლიან საჭიროდ, გეცოდინებათ" - ღარიბაშვილი უკრაინაში ენმ-ის "შესაძლო პროვოკაციებზე"

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან "შესაძლო პროვოკაციებზე" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კონკრეტული ინფორმაცია აქვს და თუ უწყება "საჭიროდ ჩათვლის", გაასაჯაროებს.

მანვე აღნიშნა, რომ მთავრობა "მოწოდების სიმაღლეზეა" და არავის მისცემს პროვოკაციის მოწყობის უფლებას.

"მინდა გითხრათ, რომ არაკეთილისმოსურნე, მტრულად განწყობილი, პროვოკატორი და ასე შემდეგ, შესაძლოა, იყოს ძალიან ბევრი ადამიანი. მაგრამ ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, რომ სახელმწიფო, ჩვენი მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას რაიმე პროვოკაცია მოაწყოს, ქვეყნის შიგნით ჩვენ ყველა მოქალაქეს დავიცავთ. დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობას.

რა თქმა უნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს კონკრეტული ინფორმაცია და როცა საჭირო იქნება ამ ინფორმაციის გამჟღავნება, თუ ჩათვლიან საჭიროდ, ამის შემდეგ გეცოდინებათ თქვენ და საზოგადოებას", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში "შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ფაქტზე" გამოძიება დაიწყო

ამავე თემაზე:

სუს-ში ამტკიცებენ, რომ ენმ-ის შესაძლო პროვოკაციებზე გამოძიება 13 აპრილს დაიწყეს | ახალი დეტალები

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი