უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს.
მისი ცნობით, რუსი ოკუპანტების მხრიდან თავდასხმა რუბეჟნოეში, გაწმენდითი სამუშაოების დროს მოხდა.
"ქართველ პარტიზანებს და Ჩვენ საძმოს მძიმე დღე გვაქვს, დაგვეღუპა არკადი კასრაძე და მძიმედ დაგვეჭრა ზურა მუᲨუქია, რუბეᲟნოიᲨი გაწმენდის დროს, არკადამ ორის დაგდება მოასწრო ,მაგრამ... დიდება გმირებს", - წერს ვანო ნადირაძე.
შეგახსენებთ, უკრაინაში უკვე 7 ქართველი მებრძოლია დაღუპული.