
"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულმა ფრთამ "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია-პერფორმანსი გამართა. მათ ადგილზე სიმბოლურად სამგლოვიარო ყვავილები და რუსული გემი მიიტანეს.
აქციის მონაწილეების თქმით, რუსულ გემთან ერთად "რუსული ოცნებაც" მალე ჩაიძირება.
"ეს არის ახალგაზრდული ნაციონალური მოძრაობის აქცია-პერფორმანსი. ჩვენ ქართულ ოცნებასთან მოვიტანეთ ის რუსული გემი, რომელიც უკრაინელმა მესაზღვრეებმა გაუშვეს კონკრეტული მიმართულებით და სწორედ ასე მოუწევს საქართველოში ყველა პრორუს ადამიანს. ასევე, ჩვენ მოვიტანეთ სამგლოვიარო ყვავილები, ნიშნად იმისა, რომ ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გამოუტანა ქართულ ოცნებას განაჩენი", - თქვა აქციის მონაწილემ.