
რუსეთმა ლისიჩანსკის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუხსნა - ინფორმაციას უკრაინული მედია ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელ სერგეი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ რუსები აგრძელებენ ჭურვების სროლას აცხოვრებელ უბნებზეც.
"დილით ორკები ნავთობის გამამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანეს იერიში, 5 000 კვადრატულ მეტრზე ხანძარი გაჩნდა და ქრობის სამუშაოები ახლაც გრძელდება. ეს არ არის ამ ქარხნის პირველი დაბომბვა. ოკუპანტები მას დაშლის მიზნით, სისტემატურად იღებენ სამიზნეში. იქ საწვავი არ არის. იწვის ნავთობის ნარჩენები", - ამბობს გაიდაი.
შეგახსენებთ, რომ 16 აპრილის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კიევს რაკეტები ესვრიან, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.