ივანიშვილის პრორუსულობაში დადანაშაულება "ოცნების" მთავრობის განაჩენია - ექსპერტების შეფასება

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის პრორუსულობაში დადანაშაულება საქართველოს მთავრობის განაჩენია - ექსპერტები "ქართული ოცნების" ლობისტი კომპანიის "ჰოგან ლოველსის" ვაშინგტონში გაგზავნილ წერილს გამოეხმაურნენ.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ასეთი ჩანაწერები მსგავსი მაღალი დონის დოკუმენტებში ტყუილად არ ხვდება, რადგან კონგრესმენებმა კარგად იციან, რეალურად რა ვითარებაა ქვეყანაში და ამას ლობისტების ძალისხმევით ივანიშვილის ხელისუფლება ვერ გადაფარავს. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ლობირებას მაშინ აქვს წარმატებული შედეგი, როდესაც არსებობს რაიმე, რასაც ლობირებას გაუწევ. 

ბიძინა ივანიშვილი თავის ფულს რაში დახარჯავს, ეს ჩვენი საქმე არ არის და უნდა ლობისტებს იქირავებს და უნდა კოსმოსში გაფრინდება. მაგრამ მთავარი ისაა, როცა ამ ფულს ხარჯავ, რაიმე აზრი ხომ უნდა ქონდეს, რაში ხარჯავ, - აცხადებს "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელი. 

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით სიხარულიძის თქმით, "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ ეს ლობისტების ომია. 

სინამდვილეში, სწორი გზა იქნებოდა, ის მიზეზები, რომლის გამოც ასეთი შეფასებები ჩნდება ვაშინტონში, ამ მიზეზების მოგვარება დაეწყოთ, - ამბობს იგი და მაგალითად ხელისუფლების და დემოკრატიული ინსტიტუტების ერთი ადამიანის მიერ მიტაცება, პოლიტიკური დევნის არსებობა, რუსეთზე ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულების ზრდა მოჰყავს.  

 ექსპერტები მიიჩნევენ, რომ "ქართულ ოცნებას" თავის კოლეგებთან საუბარი იმ ლობისტური კომპანიების მეშვეობით უწევს, ვისაც უზარმაზარ თანხებს უხდის და ეს ლობისტური კომპანიები, უბრალო კონტრაქტის საფუძველზე ატარებენ კონკრეტული ოდენობის შეხვედრებს და მსგავს წერილებსაც გზავნიან ოფიციალურ ვაშინგტონში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი