გადასახლება - უკრაინელი ხალხის გენოციდის კიდევ ერთი ფორმა

გამოქვეყნდა:

გადასახლება - სასჯელის კიდევ ერთი ფორმაა წამების, მკვლელობის, გაუპატიურების და ქალაქების სრულად განადგურებასთან ერთად, რომელიც კრემლმა, უკრაინელი ხალხის გენოციდისთვის აირჩია; 

უკრაინიდან გადასახლებულ ადამიანებს, რუსეთის ხელისუფლება ე.წ. საფილტრაციო ბანაკების გავლის შემდეგ, საბუთებს ართმევს  და იძულებით აწერინებს ხელს პირობებზე, რომლის მიხედვით, გადასახლებულებს, რუსეთის ტერიტორიის დატოვება, მინიმუმ 2 წლის განმავლობაში ეკრძალებათ. ციმბირში, სახალინის კუნძულზე, თუ  შორეულ აღმოსავლეთში გადასახლების საგანგაშო მაჩვენებელი, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახებისთვის არც სტატისტიკაა და არც საშინელებათა ფილმის სცენარი, ეს მათი ოჯახების რეალობაა, რომელიც ახლა თავიდან გაცოცხლდა.

რუსეთი მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ათასობით ადამიანს ასახლებს რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონებში, ეკონომიკურად ყველაზე „დეპრესიულ“ ადგილებში, სადაც სთავაზობენ დასაქმებას და საბუთებს იმ პირობით, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში რუსეთის დატოვების უფლება არ ექნებათ. 

უკრაინული დაზვერვა ასახელებდა კონკრეტულ ადგილებსაც: მათი ინფორმაციით, დეპორტირებულთა ნაწილი სახალინის კუნძულზეა გადასახლებული, საფილტრაციო ბანაკი კი მოქმედებს დონეცკის ოლქში, დოკუჩაევსკაში. ამ ბანაკში „ეფესბეს” ოფიცრები „მუშაობენ” ხალხთან იმისათვის, რომ იპოვონ უკრაინელი სამხედროები და შეიარაღებული ძალების მონაწილეები, ართმევენ მოქალაქეებს საბუთებს და აგზავნიან მათ როსტოვისა და კრასნოდარის მიმართულებით.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი