რატომ ირჩევენ რუსები პუტინს? - ექსკლუზიური ინტერვიუ ნორვეგიელი ჟურნალისტთან, რომელიც 2006 წელს მოსკოვში გადავიდა სამუშაოდ

გამოქვეყნდა:

რატომ ირჩევენ რუსები პუტინს? - ამ კითხვაზე პასუხს ეძებდა ბერნარდ მორი- ნორვეგიელი ჟურნალისტი, რომელთან ექსკლუზიური ინტერვიუ, "მთავარი არხის" ჟურნალისტმა, ზურა პეტროსიანმა ჩაწერა; 

მორი ნორვეგიიდან მოსკოვში საცხოვრებლად და სამუშაოდ 2006 წელს გადავიდა. გაზეთის რედაქციაში ნორვეგიელი ჟურნალისტი რუს კოლეგებთან ერთად მუშაობდა.  მაშინ  პუტინს პრეზიდენტობა ახალ დაწყებული ჰქონდა და ბევრი ფიქრობდა რომ რუსეთი ევროპული განვითარების გზით მიდიოდა, თუმცა მალევე ცხადი გახდა რომ კრემლს  21 -ე საუკუნეშიც კი ერთადერთი - იმპერიის აღდგენის დაუოკებელი სურვილი ჰქონდა.  

ათი წლის შემდეგ, ნორვეგიიდან მოსკოვში დაბრუნებულ ჟურნალისტს გასაოცარი ტრანსფორმაცია დახვდა. კოლეგები და მეგობრები, რომლებიც პუტინს  და მის უკვე რეჟიმად ქცეულ მმართველობას მანამდე მწვავედ აკრიტიკებდნენ ახლა პროტესტის გრძნობა გაჰქრობოდათ, მეტიც ბევრი მათგანი ახლა კრემლის დიქტატორის მხარდამჭერი აღმოჩნდა. მათ შორის ოლგაც, რომელიც ათი წლის წინ პუტინის საწინააღმდეგო დემონსტრაციებით აღფრთოვანებას ვერ მალავდა. 
 

ავტორი: ზურა პეტროსიანი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი