ოკუპანტების გადაწყვეტილებით, ენგურის ცენტრალური ხიდი ორი დღით გაიხსნა. ხიდზე გადამსვლელთა რიგები დგას. 

ენგურს გამოღმა დარჩენილ მოსახლებას ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლის ნება დართეს, ოკუპანტებისა და დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების განკარგულებით, მეხუთე თვეა დევნილი მოსახლეობა საკუთარ სახლებში მისვლას ვერ ახერხებდა. 

აფხაზეთის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების საშუალებაც კი არ ჰქონდათ. დღეს გადამსვლელების უმეტესობა ხუთი თვის წინ პროდუქტების შესაძენად ან სამკურნალოდ გადმოსული ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები იყვნენ.

მოსახლეობის თქმით, გადამწვარი სოფლებისა და ნასახლარების დატოვებას არ აპირებენ და რისკის ფასად ბრუნდებიან. ყველა გადამსვლელმა ენგურის ხიდზე თერმოსკრინინგი გაიარა.

ენგურის ცენტრალური ხიდი ისევ დაკეტილია ზუგდიდში გადმომსვლელთათვის. მოსახლეობისთვის უცნობია ხიდის ორმხრივად გახსნის თარიღი. რეგულაციების მიხედვით, ყველა გადმომსვლელს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ, სადაც ისინი 14 დღის განმავლობაში დარჩებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი