უკრაინელებმა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით, დღის განმავლობაში 10 შეტევა მოიგერიეს და 15 რუსული ტანკი გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

უკრაინელმა მებრძოლებმა მოიგერიეს მტრის ათი შეტევა და გაანადგურეს 15 ტანკი - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ძალების ოპერატიული შტაბის პრესსამსახური ავრცელებს.

"უკრაინელი მცველები აგრძელებენ ჩვენი მიწის დაცვას დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით. სამხედრო მოსამსახურეების ოსტატობის წყალობით, გაერთიანებულმა ძალებმა დღის განმავლობაში წარმატებით მოიგერიეს მტრის 10 თავდასხმა. ჩვენმა ჯარისკაცებმა ზარალი მიაყენეს რუს ოკუპანტებს.

კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 15 ტანკი, 3 საარტილერიო სისტემა, 24 ერთეული ჯავშანტექნიკა და 10 ერთეული მოწინააღმდეგის მანქანა.
საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა დონბასის ცაზე ჩამოაგდეს 4 უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10 და 2 საკრუიზო რაკეტა." - ნათქვამია ინფორმაციაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი