ეკონომიკამ უნდა იმუშაოს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ეკონომიკამ უნდა იმუშაოს - აცხადებს პრეზიდენტ ზელენსკი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში და უკრაინული ჯარის ფინანსურად უზრუნველყოფის მთავარ წყაროდ, სწორედ ქვეყნის ეკონომიკის ამუშავებას ასახელებს.

„ეკონომიკა უნდა ამუშავდეს. ამის გარეშე ჩვენი ჯარს ფული არ ექნება. და ეს არის მთავარი. ჩვენს სამხედროებს მაღალი ხელფასი აქვთ და სად ვიშოვოთ ეს ფული? ეკონომიკამ უნდა იმუშაოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სახელმწიფო საწარმოებმა საომარი მდგომარეობის პირობებშიც კი სტაბილურად უნდა იფუნქციონირონ. 

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის კომპენსაციისთვის, უკრაინას სჭირდება პარტნიორი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების დახმარება. მან ისაუბრა იმ ფინანსურ დახმარებებზე, რომელსაც ომში მყოფ ქვეყანას აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი უწევს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი