
ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების 13 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.
ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.
"16 აპრილს განადგურდა რუსი ოკუპანტების 13 საჰაერო სამიზნე, აქედან 1 - თვითმფრინავი, 1 - ვერტმფრენი, 5 უპილოტო საფრენი აპარატი, 6 - საკრუიზო რაკეტა", - აცხადებენ საჰაერო ძალების სარდლობაში.
ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსმა აგრესორებმა უკვე 20 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს. განადგურებულია ასობით სხვადასხვა ტიპის რუსული ჯავშანტექნიკა, თვითმფრინავები და ვერტმფრენები.