
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსეთის ჯარები, რომელიც მარიუპოლის ბლოკადას ახდენს, დასუსტებულია და ცდილობენ, ქალაქში სულ მცირე გამარჯვება მაინც მოიპოვონ.
ამასთან დაკავშირებით მან რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგენთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ზოგიერთი მონაცემებით, მარიუპოლის რუსული ჯგუფი მნიშნველოვნად შესუსტდა. რა თქმა უნდა, ეს მონაცემებით როგორც წესი გადამოწმებას საჭიროებას, მაგრამ მათი რაოდენობა თითქმის ორჯერ შემცირდა", - თქვა არესტოვიჩმა.
მანვე აღნიშნა, რომ ოკუპანტები მარიუპოლში ყველა საშუალებას იყენებენ, მათ შორის მძიმე ზებგერით Ту-22-ის ტიპის თვითმფრინავებს "აზოვსტალის" ქარხანაზე ბომბების ჩამოსაყრელად.
"აზოვსტალში ისეთი თავშესაფრები და მიწისქვეშა შესაძლებლობები, რომ ამას Ту-22-იც კი ვერ გაართმევს თავს", - დასძინა არესტოვიჩმა.