რუსეთის თავდაცვამ მარიუპოლის მცველებს დანებებისთვის ვადა 13:00 საათამდე მისცა

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტების ულტიმატუმი მარიუპოლის მცველებს - აგრესორები უკრაინელ სამხედროებს დანებებისთვის ვადას მოსკოვის დროით 13:00 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი "სრული განადგურებით" იმუქრებიან

"აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში შექმნილი კატასტროფული ვითარების გათვალისწინებით, ისევე როგორც წმინდა ჰუმანური პრინციპებით ხელმძღვანელობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ნაციონალისტური ბატალიონების ბოევიკებს და უცხოელ დაქირავებულ მებრძოლებს 2022 წლის 17 აპრილს 06:00 საათიდან სთავაზობს შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაყარონ იარაღი. ყველას, ვინც იარაღის დაყრის, სიცოცხლის გარანტია ექნება", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი