პუტინის ომის 53-ე დღე უკრაინაში | ბოლო ცნობები ქალაქებიდან 

გამოქვეყნდა:

ომის 53-ე დღე უკრაინაში - დღეს, გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქში, ქალაქი ბროვარი დაბომბეს. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ქალაქის მერის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები.

"დღეს დილით ბროვარში სარაკეტო იერიშების შედეგად, დაიბომბა სამოქალაქო - ინფრასტრუქტურული ობიექტები. ყურადღებით და ფრთხილად იყავით. შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით. საფრთხის შემთხვევაში თავშესაფარში ჩადით", - ამბობს ბროვარის მერი, იგორ საპოჟკი

უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში არაერთი ქალაქი დაიბომბა. დიდი ზარალი მიიღო ქალაქმა ლისიჩანსკიმ, რომელიც ოკუპანტების მიერ ინტენსიურად იბომბება. განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები.

ინტენსიური დაბომბვის ქვეშ არის ხარკოვი, სადაც მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქალაქის ცენტრალური ნაწილის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, 2 ადამიანი კი დაიღუპა. აფეთქებების ხმა ისმოდა ნიკოლაევშიც. 

რთულია ვითარება სუმის ოლქში, რომელიც ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს, თუმცა უკრაინული მედია იტყობინება, რომ ოლქში ქიმიური ნივთიერება - ზარინის ნარჩენები აღმოაჩინეს. სხვა ცნობები აკრძალული ნივთიერების გამოყენებაზე სუმში ჯერჯერობით არ გავრცელებულა. 

ამასთან, უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსები ე.წ. არჩევნების ჩატარებას გეგმავენ. ამ შემთხვევაში, საუბარია ხერსონსა და მელიტოპოლზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი