
რუსებმა ოკუპირებული დონეცკის ფილარმონიაში მუსიკოსები მოტყუებით მიიყვანეს და პირდაპირ ფრონტზე გაგზავნეს - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული მედიის, Unian-ის Telegram არხში ვრცელდება.
გამოცემის ცნობით, ხალხი მიიწვიეს ფილარმონიაში და უთხრეს, რომ ტელევიზიით სიუჟეტის გადაღებას აპირებდნენ, ამის შემდეგ ადგილზევე გამოაცხადეს, რომ მათ ფრონტის ხაზზე გაგზავნიდნენ. შემდეგ ყოველგვარი მომზადების გარეშე წაიყვანეს მარიუპოლში, სადაც ისინი რეალურად გამოიყენეს სატყუარად, რათა აზოვის ბატალიონის საცეცხლე წერტილების მდებარეობა დაედგინათ.
"ხალხი შოკირებულია სოციალურ ქსელებში, რუს გულშემატკივრებსაც კი ესმით, რომ მუსიკოსები უბრალოდ საზარბაზნე ხორცებად გაგზავნეს", - წერს UNIAN-ი.
არსებული ინფორმაციით, ზოგიერთი მუსიკოსი უკვე გარდაიცვალა. მათ შორის ჯაზის ცნობილი შემსრულებელი, ნიკოლაი ზვიაგინცევი.