რუსი ჯარისკაცებისგან ჩაბარებისა და დანებების შესახებ, არაერთ მიმართვას ვიღებთ - უკრაინის თავდაცვა

გამოქვეყნდა:

ჩვენ ვიღებთ არაერთ მიმართვას რუსი ჯარისკაცებისგან დანებების სურვილის შესახებ - ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დემორალიზაცია "უკვე იმპულსურ ხასიათს იძენს".

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ახორციელებს ჯარების კონცენტრირებასა და მობილიზებას ესკალაციის მეორე ეტაპისთვის, ამავდროულად მათ აქვთ ძალიან სერიოზული საკადრო პრობლემები. კერძოდ, ჩვენ ვიღებთ ბევრ მიმართვას დანებების სურვილის შესახებ", - ამბობს მალიარი. 

მისივე თქმით, უწყება ამ საკითხზე მუშაობს და რუს სამხედროებს კიდევ ერთხელ მიეწოდება ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ჩაბარდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი