ბოროდიანკაში, ნანგრევებში კიდევ 41 ადამიანის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

ბოროდიანკაში, მრავალსართულიანი კორპუსების ნანგრევებში კიდევ 41 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"6 აპრილიდან ქალაქის ცენტრში 7 მრავალსართულიანი კორპუსი დაინგრა, 5 ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. ნანგრევებიდან ამოსვენებულია 41 ადამიანის ცხედარი", - აცხადებენ უწყებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი