რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე გასული დღის განმავლობაში 23 იერიში მიიტანეს | დაიღუპა 3 ადამიანი, 31 დაშავდა

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა გასული დღის განმავლობაში ხარკოვის მიმართულებით 23 საარტილერიო და სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად დაშავდა 31 ადამიანი, 3 კი დაიღუპა. დაშავებულებს შორის 4 ბავშვია.

"გასული დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 23 საარტილერიო დარტყმა განახორციელა სევერნაია სალტოვკას, პიატიხატოვკას, ალექსეევკას და დერგაჩის ტერიტორიებზე. სულ 31 ადამიანი დაშავდა რუსების დაბომბვის შედეგად დღის განმავლობაში, მათ შორის 4 ბავშვი. მოკლეს სამი მშვიდობიანი მოქალაქე. ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ სასწრაფო დახმარების ექიმები და ჩვენი მაშველები. სამწუხაროდ, ხარკოვის მახლობლად რუსული კასეტური საბრძოლო მასალის განაღმვისას აფეთქდა სამი მესაზღვრე, 4 დაიჭრა. მტერი ხარკოვს ვერ უახლოვდება, ამიტომ რუსები საცხოვრებელი უბნების დაბომბვის ტაქტიკას იყენებენ", - თქვა ოლეგ სინეგუბოვმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი