ომის დაწყების შემდეგ, სევეროდონეცკში 400-ზე მეტი ახალი საფლავი გაჩნდა - გაიდაი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 52 დღის განმავლობაში, ლუგანსკის ოლქის ცენტრში ახალი სასაფლაოები გაჩნდა.

ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, სევეროდონეცკში 400-ზე მეტი ადამიანი დაკრძალეს. 

"ქალაქში ჯერ კიდევ არის დაახლოებით 20 000 მცხოვრები. 24 თებერვლამდე მათი რაოდენობა 130 ათასი იყო", - ამბობს გაიდაი.

მანვე აღნიშნა, რომ მხოლოდ ლუგანსკის ოლქში, 80 000 ადამიანის ევაკუაციაა საჭირო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი