ხერსონში, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ბავშვებს, რომლებიც მაღაზიაში პურზე მიდიოდნენ

გამოქვეყნდა:

ხერსონის რაიონის სოფელ გავრილივკაში რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლის გაუხსნეს მოზარდების ჯგუფს, რომლებიც მაღაზიაში პურის საყიდლად მიდიოდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედიის ჟურნალისტებზე დაყრდნობით Unian-ი ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვანები ქუჩაში მიდიოდნენ და ტელეფონზე საუბრობდნენ, რა დროსაც რუსმა სამხედროებმა გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს.

მას შემდეგ, რაც შეშინებული ბავშვები გაიქცნენ, ოკუპანტებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. 

სროლის შედეგად ერთი ბავშვი დაშავდა. მიყენებული მძიმე ჭრილობების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი