რუსი ოლიგარქების გარშემო სანქციების წრე სულ უფრო ვიწროვდება. გაყინულ ანგარიშებთან ერთად მათ ძვირადღირებულ იახტებთან და სასახლეებთან სამუდამოდ გამომშვიდობებაც უწევთ. გასულ კვირას სანქცირებულ ოლიგარქებს კიდევ 206 პერსონა დაამატა ბრიტანეთის ხელისუფლებამ.
მათ შორის ევტუშენკოვი, ივანიშვილის პირადი მეგობარი, და ადამიანი ვისი გარემოცვიდან საქართველოს მოევლინენ პრორუსული განწყობების ლევან ვასაძე, კარტოგრაფების საქმის მთავარი ფიგურანტი დავით ხიდაშელი, ჩვენ ვსაუბრობთ მილიარდერზე, რომლის სისტემაში დასაქმდნენ იგორ გიორგაძე და ვალერი ხაბურძანია, რომელიც დღემდე რუსულ საბრძოლო დრონებს აწყობს.
როგორც ჩანს გარკვეულ საფრთხეს ივანშივლიც გრძნობს, რომლის ქონებაც დიდი ხანია ოფშორებსა და საქვემოლქედო ფონდზეა გადაფორმებული. მაგრამ ესეც კი შესაძლოა საკამრისი არ აღმოჩნდეს. ჩვენი ინფორმაციით, ოლიგარქის ფონდი "ქართუ" ახლა ბანკის გაყიდვას, უფრო სწორად ნომინალურად გადაფორმებას აპირებს. გარკვეული პროცესები უკვე დაწყებულია როგორც ბანკის შიგნით, ასევე მარეგულირებელში. ივანიშვილის მთავარი მოტივი სავარაუდოდ სწორედ სანქიცებისთვის თავის არიდებაა.