რა ელით პუტინის მეგობარ ოლიგარქებს | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

მედვედჩუკი - უკრაინელი ოლიგარქი, პუტინის პირადი მეგობარი და კრემლის მთავარი აგენტი კიევში - დღეს ეს ტიტულოვანი პერსონა პატიმარია. უკრაინელმა სამართალდამცველებმა ის მაშინ აიყვანეს, როცა რუსების მიერ ოკუპირებულ დნესტრისპირეთში გაპარვას ცდილობდა. ეს პერსონა საინტერესო მხოლოდ უკრაინული უშიშროებისთვის არ უნდა იყოს. მედვედჩუკი რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოშიც, პრივატული ვიზიტით, და თანაც არჩევნების წინ. გავრცელებული ინფორმაციით კი მისი მასპინძელი ადგილზე თავად ბიძინა ივანიშვილი იყო.

არავის აქვს ილუზია, რომ ეს ვიზიტები ერთობლივ ბიზნესს, ან საერთო მეგობრებს უკავშირდებოდეს. თუმცა, მედვედჩუკი-ივანიშვილის ისტორიაში ასეთებიც იყო. უფრო სარწმუნოა, რომ მედვედჩუკი საქართველოშიც იმისთვის ჩამოდიოდა, რასაც ის უკრაინაში 20 წლის განმავლობაში აკეთებდა - ჩამოჰქონდა პუტინის პირადი გზავნილები და დავალებები.

ერთი სიტყვით, პუტინის ნათლიმამა დღეს უკრაინის ციხეში ზის თან ისე, რომ კრემლის წყალობით დაგროვებული მილიარდობით დოლარის ქონება სრულად ჩამორთმეული აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი