"უეჭველი კუში" | ბექა ყორშიას ინიციატივები გორის მერიას

გამოქვეყნდა:

კვირა არ გავა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მორიგი კორუფციული სკანდალით არ გაგვაოცოს. აღმოჩნდა, რომ ქუთაისის მერიაში დასაქმებული ჩინოვნიკები სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილ ფულს იპარავდნენ, და შემდეგ ამ ფულით რესტორნებში ქეიფობდნენ. თუმცა, რომ კითხოთ, ალბათ ეს სოციალური სასადილოს ერთგვარი ფორმაა.

სპორტული ტრადიციებითა და სპორტსმენი მერით განთქმულმა გორმა კი ბიუჯეტის ფული სხვადასხვა სპორტულ ფსონებზე გაფლანგა. ძნელია მარწყვებსა თუ რულეტკაზე დადებული ნახევარი მილიონი ლარი მხოლოდ ერთი ლუდომანიით შეპყრობილი ჩინოვნიკის ახირებად ჩათვალო. სამწუხაროდ, სისტემა ასეთ ფაქტებს უშვებს. სისტემაში პოზიტიური ცვლილებების შეტანის ინციიატივით გორის მერიას ბექა ყორშიამ მიაკითხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი