
თავდაცვის სამინისტრო 500-ზე მეტ ერთეულ სპეცტექნიკას შეიძენს. გერმანული, ამერიკული და იტალიური ტექნიკის ღირებულებას უწყება რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ქართველი სამხედროები ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებებით აღიჭურვება.
რამდენიმე თვეში თავდაცვის ძალებს ექნებათ თანამედროვე, ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების მსოფლიო ბრენდების მქონე საუკეთესო სპეცტექნიკა. დღევანდელი შეთანხმებით ჩვენ წარსულს ვაბარებთ საბჭოთა წარმოების, ასევე ნატოს არაწევრ ქვეყნებში წარმოებულ მოძველებულ სპეცტექნიკას, - ამბობს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე დასძენს, რომ ეს იქნება მსოფლიოს საუკეთესო ბრენდების, მანის, ივეგოსა და ფორდი წარმოებული სპეცტექნიკა.