სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე გაიზრდება

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 100-დან 150 ლარამდე გაიზრდება.

"თითო ბავშვზე დახმარება შეადგენს 150 ლარს. პირველი ივნისიდან. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით 341 მილიონი ლარი იქნება ჯამური ბიუჯეტი. ასევე, ეს დახმარება გაგრძელდება მომავალი წლიდანაც. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ აღნიშნული გაგრძელდეს ყოველ წელს, იმიტომ, რომ ბავშვებზე ზრუნვა, ეს არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა", - თქვა ღარიბაშვილმა. 

მისი განცხადებით, გადაწყვეტილება 215 000-ზე მეტ ბავშვს შეეხება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი