ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1 000-ბინიან პოლიციის ქალაქს - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიციელებისთვის თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე "პოლიციის ქალაქს" ააშენებენ. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისუაბრა და აღნიშნა, რომ ეს მისი და შს მინისტრის სურვილი იყო.

"ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000-ბინიან პოლიციის ქალაქს. ამ პროექტსაც დვიწყებთ ამ წელს, უკვე დაწყებული გვაქვს მოსამზადებელი სამუშაოები, ადგილიც შერჩეულია, ბატონი ვახტანგის იდეა იყო, რომ აღნიშნული იდეა განხორციელდეს ჯიქიას ქუჩაზე, სადაც იყო მანამდე განთავსებული პოლიციის ქვედანიშნულების ბაზა, აღნიშნული ბაზა გადატანილ იქნა სხვა ადგილას, ასე რომ, ამ აგილზე აშენდება 1 000 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, პოლიციის ქალაქი", - თქვა ღარიბაშვილმა. 

მისი განცხადებით, ერთ კვადარტულ მეტრზე დაახლეობით 100 დოლარს გადაიხდიან პოლიციელები, დანარჩენს კი სახელმწიფო დაფარავს. ღარიბაშვილის აზრით, ეს განგრძობითი პროექტი უნდა იყოს.

ღარიბაშვილის განცხადებით, იგეგმება ყველა პოლიციის შენობის, ასევე, ბაზების რეაბილიტაცია და განახლება.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი