პირველად, უკრაინაში უფრო მეტი ადამიანი ჩავიდა, ვიდრე დატოვა. ამ ერის დამარცხება შეუძლებელია - ლინკევიჩუსი

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ამბობს, რომ უკრაინაში იმაზე მეტი ადამიანი ჩავიდა, ვიდრე ქვეყანა დატოვა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ეს ერი დაუმარცხებელია. 

 "პოლონეთის სასაზღვრო სამსახური იუწყება, რომ პირველად უკრაინაში უფრო მეტი ადამიანი ჩავიდა, ვიდრე დატოვა. ამ ერის დამარცხება შეუძლებელია",- წერს ლინკევიჩუსი Twitter-ზე

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ადმინისტრაციის ცნობით, 17 აპრილს  უკრაინა 28 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათგან დაახლოებით 19 000-მა გადაკვეთა პოლონეთთან საზღვარი, დანარჩენი კი ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებსა და მოლდოვაში წავიდა.

ამასთანავე, გასულ დღეს უკრაინაში თითქმის 29 000 ადამიანი ჩავიდა, მათგან დაახლოებით 26 000 უკრაინელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი